მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 30% - NCDC

616029ef8b4b8
ინგა მურუსიძე
08.10.21 19:35
545
8 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 853 296 აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 996 687 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.1%, ხოლო სრულად აცრილია 856 609 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 30%-ია.

7 ოქტომბერს 8 331 ადამიანი აიცრა.

იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს ოთხი ვაქცინით: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი" და "სინოვაკი".

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები