მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებიც თვის ბოლომდე გახდება ცნობილი

5f141681b940b
BM.GE
19.07.20 13:27
1235
საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ COVID-19-ის მიერ გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე ახალი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებამ უფრო მაღალი ინტერესი შეიძინა. ივლისის ბოლომდე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასევე ეროვნული ბანკი და სახელმწიფო ხაზინა შემდეგ სტატისტიკურ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ:

საქსტატი:

20 ივლისი - საგარეო ვაჭრობა (2020 წლის ივნისი);
20 ივლისი - ადგილობრივი ექსპორტი (2020 წლის ივნისი);
20 ივლისი - სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2020 წლის ივნისი);
30 ივლისი - ინფორმაცია დასრულებულ მშენებლობებზე (2020 წლის იანვარი-ივნისი);
30 ივლისი - ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2020 წლის იანვარი-ივნისი);
31 ივლისი - ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2020 წლის ივნისი და წლის პირველი 6 თვე).

ეროვნული ბანკი:

20 ივლისი - კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები;
21 ივლისი - 
რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი;
27 ივლისი - ფულის მასის აგრეგატები და მონეტარული კოეფიციენტები;
27 ივლისი - კომერციული ბანკების კრებსითი აქტივები და პასივები;
27 ივლისი - საბაზრო საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე (ნაკადები);
27 ივლისი - ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები (ნაშთები);
27 ივლისი - უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები;
27 ივლისი -  სესხები სექტორების მიხედვით (ნაშთები);
27 ივლისი - საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე;

სახელმწიფო ხაზინა - ბიუჯეტის შესრულების ივნისის თვის ანგარიში - საგადასახადო შემოსავლები და ხარჯები. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები