მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Strategy-მ $530 მილიონის ბიტკოინი იყიდა

Microstrategy

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Strategy-მ დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შესაძენად ინვესტორების მხრიდან 530 მილიონი დოლარის ვალი აიღო და კრიპტოაქტივში ინვესტიცია მკვეთრად გაზარდა.

5,000-მდე ბიტკოინის შესყიდვის შედეგად, საერთო ჯამში, კომპანია 597,000-მდე ბიტკოინს ფლობს, პორტფელის საერთო შეფასება კი $65 მილიარდს აღწევს. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, Strategy-ს ბიტკოინზე თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანია ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2.9%-ს ფლობს, ანუ ის კრიპტოაქტივის ყველაზე მსხვილი მფლობელია.

კომპანიის ხელმძღვანელის, მაიკლ სეილორის განცხადებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ბიტკოინზე უკეთესი ამონაგები არცერთ სხვა საინვესტიციო აქტივს არ ექნება, ამიტომ კომპანია კორპორაციულ ობლიგაციებს უშვებს და მოზიდული თანხით კრიპტოაქტივს ყიდულობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები