მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუმრების ნაწილმა „დრიმლენდ ოაზისი“ დღეს დატოვა - აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

5f4fa2efda4ec
ინგა მურუსიძე
02.09.20 18:00
1180
"ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“ სტუმრების ნაწილმა იქამდე დატოვა, ვიდრე კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მოვიდოდა", - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსის დადასტურების შემდეგ, იქიდან დამსვენებლების გადინება არ მომხდარა.

"სასტუმროდან არავინ გასულა მას შემდეგ, რაც იქ ეპიდემიოლოგები მივიდნენ. ჩვენი ინფორმაციით, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დამსვენებელს ვირუსი ჰქონდა, თუმცა ეს მაშინ არ ვიცოდით, მაგრამ მოქალაქეების ნაწილმა სასტუმრო დატოვა. ინფიცირებულთან აღნიშნული პირების შემხებლობაზე ვახდენთ იდენტიფიცირებას და თუკი შემხებლობა დადასტურდება, მათ ჩაუტარდებათ ტესტირება, ხოლო თუკი არ იქნება შემხებლობა, მაშინ მოვუწოდებთ თვითმონიტორინგისკენ“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ ერთ-ერთ დამსვენებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასტუმროს მენეჯმენტის ინფორმაციით, ადგილზე 800-მდე სტუმარი იმყოფება.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“ დროებით ჩაიკეტება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები