მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თამაშის ახალი წესები ლომბარდებზეც გავრცელდება"

5ad722684124f
BM.GE
18.04.18 14:46
1771
"ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება მიიღონ უძრავი ქონება", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, „თამაშის ახალი წესები“ ლომბარდებსაც შეეხებათ.

"მოვისმინე რამდენიმე ექსპერტის მოსაზრება, რომ თუ მოქალაქე ლომბარდში საკუთარ სახლს გარანტის სახით მიიტანს და ფულს აიღებს, ამით შესაძლებლობა ექნება ბიზნესი დაიწყოს. რომელს გაქვთ იმის წარმოდგენა რომ დალომბარდებული სახლით მიღებული თანხა სასტარო კაპიტალად გამოდგება? მსგავსი ტიპის ტრანზაქციები პრობლემურ საკითხებს ემსახურება.

ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული სექტორები, რომელიც არ უნდა მონაწილეობდეს სალომბარდო სამსახურში. ეს მოძრავ ქონებასაც უნდა შეეხოს, მათ შორის ავტომობილებს. პრობლემას რომელიც დღეს დგას ლომბარდების საქმიანობასთან დაკავშირებით ობიექტური საფუძველი აქვს", - ამბობს მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები