მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს მოხმარებაზე 135 ჯარიმა დაიწერა

5b408c3ab3a7b
ნინი ლონგურაშვილი
07.07.18 16:03
707

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის ამოქმედებიდან დღემდე ჯამში 135 ჯარიმა დაიწერა.  როგორც bm.ge-ს შსს-დან აცნობეს, 135 ჯარიმიდან 31 ფიზიკურ პირზე, ხოლო 104 იურიდიულ პირზე გამოიწერა.

შეგახსენებთ,  ”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებებით 2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტისა და ჩილიმის მოწევა ყველა დახურულ სივრცეში აიკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები