მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი, იმერეთი, კახეთი - ვინ სად დაინფიცირდა?

6167d7fd75ca9
ინგა მურუსიძე
14.10.21 11:16
503
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 075 PCR ტესტით.

როგორც bm.ge-ს ინფორმაციაში წერია, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 649 407-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.21% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.57%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 982 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 607 563.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 370 პირი ემსხვერპლა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 272 შემთხვევა, აჭარა - 134, იმერეთი - 899, ქვემო ქართლი - 223, შიდა ქართლი - 250, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401, კახეთი - 702, მცხეთა-მთიანეთი - 99, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 448 საიდანაც: 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 675, აჭარაში - 433, იმერეთში - 1 189.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 088 პირი, მათ შორის, თბილისში - 351, აჭარაში - 80, იმერეთში - 374. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 249 პირი, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 18, იმერეთში - 27.

889 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 451 - თბილისში, 252 - აჭარაში.

26 665 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 13 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 256 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 442 ადამიანი", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები