მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 20-30 წუთით შემცირდება

5adefffa932d2
BM.GE
24.04.18 13:58
1707
ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ახალი გზა ექსპლუატაციაში ზაფხულში, ტურისტული სეზონის დაწყებამდე შევა და თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს, დაახლოებით 20-30 წუთით შეამცირებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე 18 კმ-იანი მონაკვეთი აშენდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ მონაკვეთზე სულ 15 ხიდია. მათ ასაგებად ახალი ტექნოლოგია–ბურჯებზე მოძრავი სისტემისყალიბი გამოიყენეს. ახალი ტექნოლოგიით აშენდა სოფ. საჩინოსთან, საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია. სამშენებლო სამუშაოზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

„ქობულეთის შემოვლით გზაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად იმყოფებოდა.

ქობულეთის შემოვლით გზაზე პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია, ზაფხულში მოძრაობა მეორე მონაკვეთზეც გაიხსნება, რაც ქობულეთის ზღვისპირა ზოლს სრულად განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან“, - განმარტავენ სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები