შარშან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტით 4 750 830 მგზავრმა ისარგებლა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით აეროპორტში მგზავრთნაკადი 29%-ით, რეისები კი 30%-ით გაიზარდა.
მათივე ინფორმაციით, 2024 წელს ქვეყნის აეროპორტები ჯამში 7 425 399 მგზავრსა და 31 937 რეისს მოემსახურნენ. წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის რაოდენობა 24%-ით, ხოლო რეისები 25%-ით გაიზარდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, 2024 წელს 1 722 809 მგზავრსა და 5 078 რეისს მოემსახურა. წლიურად მგზავრთნაკადი 3%-ით, რეისების რაოდენობა კი 1%-ით გაიზარდა. ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი კი 951 760 მგზავრსა და 4 144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა.