მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია "ბიუ-ბიუს" ჯიხურების ადგილის შეცვლას ითხოვს

5b62c0e87550d
BM.GE
02.08.18 12:28
1163
თბილისის მერია "ბიუ-ბიუს" ჯიხურების სხვა ადგილს გადატანას ითხოვს, ამის შესახებ კომპანია "ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კომპანიას რეალიზაციის პრობლემას შეუქმნის.

"ქალაქის მერიამ, კერძოდ ურბანიზაციის სამსახურმა, შემოგვთავაზა, რომ ჩვენი 15 ჯიხური, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ადგილასაა ლოკალიზებული და სადაც "ბიუ-ბიუს" პროდუქციის რეალიზაცია ხდება, სხვა უბანში გადავიტანოთ. ეს თითქოს მარტივად სათქმელია, მაგრამ რეალურად მარტივი შესასრულებებლი არ არის.

ჩვენთვის გაუგებარია, ურბანიზაციის სამსახურის ეს მოთხოვნაა, რადგან ქალაქში ურბანიზაცია რაც იყო 5 წლის წინ, ისაა დღესაც და ასეთი მკვეთრი ცვლილება არ არის მართებული. ჩვენთვის წერილობით არავის მოუმრთავს და რა მიზეზით გაუჩნდა ამ სამსახურს ეს მოთხოვნა გაურკვეველია. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ქალაქის მერიასთან და იმედია დადებითად დასრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კომპანიის საქმიანობაზე უარყოფითად აისახება. ჩვენ ფაქტიურად მსხვილ გადამხდელთა რიცხვს მივეკუთვნები და კომპანიის წლიური შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში 16-18 მილიონი ლარია, გარდა ამისა, ჩვენს დისტრიბუციაში დასაქმებულია 250 ადამიანი, საწარმოში - 400 და მრავალრიცხოვანი ფერმერთა არმია, რომლებიც ფაქტიურად ჩვენთან ერთად მუშაობენ. გასულ წელს მწყობრში შევიყვანეთ სიმინდის საშრობი და საქართველოში რა სიმინდიც მოდის, მთლიანად ჩვენ უნდა შევისყიდოთ“ - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

"ჩირინას" დამფუძნებელი ამბობს, რომ პროდუქცია ჯიხურებში მომხმარებლისთვის უფრო იაფია, რადგან მაღაზიაში და სავაჭრო ობიექტებში მისი შეტანა ავტომატურად იწვევს ქათმის ხორცის ფასის ზრდას.

"ჩემთვის პირად მიზანს არ წარმოადგენს ჯიხურებში პროდუქციის გაყიდვა. როდესაც ქვეყნის შემოსავალი გაიზრდება და მოსახლეობას საშუალება ექნება ქათმის ხორცი უფრო ძვირად შეიძინოს, ეს ყველაფერი მაღაზიაში შევა. მე მქონდა მცდელობა, რომ მაღაზიებში და მარკეტებში შევსულიყავით, მაგრამ ამ შემთხვევაში ხორცის ფასი მატულობს, მომხმარებლისთვის ფასი იზრდება და გაყიდვები გვიმცირდება“ - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები