მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიაში ტურიზმის განვითარების განყოფილება შეიქმნა

5b1d054842aee
თელარა გელანტია
10.06.18 14:58
2187
თბილისის მერიაში ტურიზმის განვითარების განყოფილება შეიქმნა, რომელსაც ეკა ბურდილაძე უხელმძღვანელებს.

ეკა ბურდილაძეს წლების განმავლობაში თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.

როგორც მან BM.ge-თან საუბარში განაცხადა, აქამდე ტურიზმის განყოფილება ბიზნესის სტიმულირების განყოფილებაში შედიოდა.

„ტურიზმის განვითარების განყოფილების ფუნქციებში ტურიზმის და ქალაქის მარკეტინგის პოლიტიკის, სტრატეგიების, პროგრამების, პროექტების და პროცესების დოკუმენტების შექმნა და კოორდინაცია შედის. ასევე, თბილისის ბრენდინგის (პოზიციონირება) სტანდარტების შექმნასა და კოორდინაციაზე უნდა ვიმუშაოთ და ეს ყველაფერი არ არის - თბილისის ტურისტული პოტენციალის იდენტიფიცირება და განვითარება, ქალაქის წარმოჩენა (პრომოუშენი), ტურისტული მიზიდულობის წერტილების შექმნის და განვითარების პროექტების მომზადება; ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა; შემომყვანი ტურიზმის ოპერატორებთან კოორდინირება და ტურიზმის სფეროში მოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია. ესაა ძირითადი ფუნქციები“, - აღნიშნა ბურდილაძემ.

მისივე თქმით, ტურიზმის განვითარების განყოფილებაში 5 ადამიანი იმუშავებს, მათგან 3 თანამშრომელი  სამსახურში არსებული  კადრებით დაკომპლექტდა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები