მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის მერიის ზარალი 40-45 ათასი ლარია"

5b168b815f2bb
თათია ჩაფიჩაძე
05.06.18 17:08
950
თბილისის ვიცე-მერის ინფორმაციით, მეტროს გაფიცვით მიღებული ზარალის მოცულობა 40-45 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს. ირაკლი ხმალაძე ოპონენტებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა ხდება.

„მერია რა თქმა უნდა იღებს ზარალს, თუმცა მე დღეს მოვისმინე კოლოსალური თანხები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მივმართავ ოპოზიციურ პარტიებს, რომ ცოტა მეტად დაფიქრდნენ, როდესაც საუბრობენ ციფრებზე, ჯობია ისწავლონ ანგარიში იმისთვის რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. ზარალი არ არის არც 600 000 და არც 300 000 , ის არის დაახლოებით 40-45 ათასი ლარი.

ამაში ვგულისხმობ ყველა ხარჯს, რაც მერიას დააკლდა. არავინ დაინგარიშა, რომ ნაწილი უფასოდ მგზავრობს, სხვადასხვა შეღავათები ვრცელდება მოსწავლეებზე, სტუდენტებზე, არ გაითვალისწინეს რომ მეტროს სისტემა როცა გაჩერებულია საოპერაციო ხარჯებიც არ არსებობს, თუმცა ამდენი არ იციან და რომ არ იციან ჯობია განცხადებები არ გააკეთონ.“ - აცხადებს ხმალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები