საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. გარდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და პროპორციული სიისა, ამომრჩეველმა მუნიციპალიტეტების მერები უნდა აირჩიონ, მათ შორის არის დედაქალაქი, რომლის მერობაც 16 კანდიდატს სურს.
საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატების სია ასე გამოიყურება:
1. კახა კალაძე - საარჩევნო სუბიექტი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;
2. ნიკანორ მელია - საარჩევნო სუბიექტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
3. გიორგი გახარია - საარჩევნო სუბიექტი გახარია - საქართველოსთვის“;
4. ანა დოლიძე - საარჩევნო სუბიექტი „ანა დოლიძე - ხალხისთვის”;
5. გიორგი გაჩეჩილაძე - საარჩევნო სუბიექტი „გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია“;
6. არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - საარჩევნო სუბიექტი „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
7. თეიმურაზ ბობოხიძე - საარჩევნო სუბიექტი „მამული“;
8. ევგენი ღვინიაშვილი - საარჩევნო სუბიექტი მშრომელთა სოციალისტური პარტია
9. გიორგი ლომია - საარჩევნო სუბიექტი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
10. გიორგი ლაღიძე - საარჩევნო სუბიექტი „გიორგი ლაღიძე-მომავალი საქართველო“;
11. ანა ბიბილაშვილი - საარჩევნო სუბიექტი „ლელო“;
12. მიხეილ ქუმსიშვილი - საარჩევნო სუბიექტი „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“;
13. თამარ კეკენაძე - საარჩევნო სუბიექტი „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი";
14. გიორგი ქუთათელაძე - საარჩევნო სუბიექტი საქართველო;
15. ზაზა ხატიაშვილი - საარჩევნო სუბიექტი „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)";
16. ქეთევან ნაკაშიძე - საარჩევნო სუბიექტი „მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის".