მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის 39% სარგებლობს

5b191be4e0c36
BM.GE
07.06.18 15:48
768
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის 39% სარგებლობს; 27% ფეხით გადაადგილდება; 19 % ავტომობილის მფლობელია; 11 % ავტომანქანის მგზავრია; ტაქსით მოსახლეობის მხოლოდ 3 % სარგებლობს; კომბინირებულ საშუალებებს მოსახლეობის 1 % ირჩევს; ხოლო ველოსიპედისა და სხვა ორთვლიანი ტრანსპორტის მგზავრების წილი 0 %-მდეც ვერ აღწევს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ რჩება გადაადგილების ძირითად საშუალებად, მაგრამ მოტორიზებული ტრანსპორტის და კერძო ავტომობილის გამოყენების მაჩვენებელი იზრდება“ - შინამეურნეობების სატრანსპორტო კვლევა მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. გამოვლინდა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქალები უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე კაცები. ასევე, ქალები უფრო ხშირად გადაადგილდებიან ფეხით. კაცები კი ავტომანქანით გადაადგილდებიან ისეთ დისტანციაზე, სადაც ფეხით მისვლა შესაძლებელია.

ამავე კვლევის თანახმად, ავტოტრანსპორტის საშუალო ასაკი 14 წელია. ხოლო ერთ ოჯახზე 0.51 ავტომობილი მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები