მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავის ტექნოპარკი ოქტომბერში გაიხსნება

5b97a97fed8bc
ლევან თაღიაშვილი
11.09.18 15:35
817

თელავის ტექნოპარკი ოქტომბერში გაიხსნება. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ს ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთანდილ კასრაძემ მიაწოდა. მისი თქმით, ზუსტი თარიღი ჯერ არ დადგენილა, თუმცა ტექნოპარკი აუცილებლად ოქტომბერში გაიხსნება.

 “ეს იქნება აუცილებლად ოქტომბერში, რომელ ოქტომბერს, ეს ზუსტდება. დღეს მოვინახულე მშენებლობა, სადაც ძალიან აქტიურად მუშაობენ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე თელაველ და მთელი კახეთის ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ სერვისები და განავითარონ თავიანთი იდეები“ - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ თელავის ტექნოპარკის მშენებლობა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს მიერ ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები