მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Telegraph-ის მშენებლობა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დაიწყება

5ac618590d55c
სალომე მეცხვარიშვილი
05.04.18 21:00
2081
თბილისში Radisson Blue Telegraph-ის მშენებლობა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დაიწყება,- ამის შესახებ Silk Road Group-ის უძრავი ქონების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი მარრი აცხადებს.

მისი თქმით, ამჟამად საპროექტო და სატენდერო სამუშაოები იწყება და წლის ბოლოს ამ მიმართულებით ძვრები დაფიქსირდება.

Silk Road Group მეორე სასტუმრო "რადისონ ბლუ წინანდალზეც" მუშაობს. გიორგი მარრის თქმით, ობიექტი სტუმრებს შემოდგომიდან მიიღებს.

თბილისში ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blue Telegraph 200-ოთახიანი იქნება და ფაქტობრივად გაერთიანებული იქნება "რადისონ ბლუ ივერიასთან".

რაც შეეხება წინანდლის სასტუმროს, უშუალოდ სასტუმროს პროექტში 30 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროში განთავსდება ღვინის სადეგუსტაციო დარბაზები, სპა, 2 საკონცერტო დარბაზი - 500- და 1000 -კაციანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები