მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ქათამაძის გაძევება მოხდა იძულების წესით, კანონმდებლობის შესაბამისად - დარახველიძე

ალექსანდრე დარახველიძე

თემურ ქათამაძე საქართველოდან იძულების წესით გააძევეს, რადგან არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით. ამის შესახებ "ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გაფარ ილმაზის (თემურ ქათამაძე) ქვეყნიდან გაძევების ფაქტთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია. ასევე, დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გაფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად“, – განაცხადა დარახველიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები