ინსპექტირების ორგანოთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ბოლო 7 თვის განმავლობაში ტექდათვალიერების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა, უნდა გაუქმდეს, რადგან სამართლებრივად, ჯერ არგამოქვეყნებული აქტის შესაბამისად ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება.
მთავრობამ გასული წლის 1 დეკემბერს 510-ე და 511-ე დადგენილებით დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი, რომელმაც განსაზღვრა, რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ინსპექტირების ცენტრებმა და რა ტექნიკურ პარამეტრებს უნდა შეესაბამებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
„პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ წერია, რომ რეგლამენტი მას შემდეგ შედის ძალაში, რაც ის საკანონმდებლო მაცნეს მიერ შეტანილ იქნება ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში. ასოციაცია აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს თუ მთავრობის ადმინისტრაციას კოდექსის ეს ჩანაწერი გამორჩათ და მათ საკანონმდებლო მაცნეს არ შეატყობინეს, რათა 510-ე და 511-ე დადგენილება შეეტანათ ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში. დადგენილებები რეესტრში მხოლოდ 10 ივლისს დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც ასოციაციამ საკანონმდებლო მაცნეს წერილით მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით ტექდათვალირების გაუვლელობის გამო 3 ათასამდე მძღოლი დააჯარიმეს. საჯარიმო სანქციები ფიზიკური პირის შემთხვევაში 50, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 200 ლარია.
„სხვადასხვა მიმართულებით იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ეს გახლავთ მაგალითად 5 ინსპექტირების ცენტრის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, ნაწილს უარი ეთქვა გაფართოვებაზე, ნაწილს აკრედიტაცია ჩამოერთვა. დააახლოები 4 ათასამდე ავტომანქანა ივნისის თვემდე დაჯარიმებულია სწორედ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის. თუკი არ არსებობს პარამეტრი ტექნიკური ინსპექტირების სამართლებრივად დაჯარიმება არის შეუსაბამო. დაახლოებით 50 ათასი, მეტი თუ არა ავტომობილი გატარებულია ინსპექტირებაზე, ამ დროს ინსპექტირების ცენტრები ამოწმებენ იმ პარამეტრებს, რომელიც ამოქმედებული არ იყო. ამ 50 ათასიდან დაახლოებით 1400 ავტომობილს აეკრძალა გადაადგილება. ანუ იმ ქმედებისთვის, რომელიც დასჯადი არ იყო. სახელმწიფომ ეს გააკეთა თავისი დაუდევრობით. ეს გახლავთ თანამდებობრივი დანაშაული, შესაბამისად თუკი არ გამოსწორდება შედეგები, იგივე პროკურატურას, რომელიც სწავლობს ახლა ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმართულ ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, მაღალი ალბათობით შეუძლიათ დააყენონ კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე სხვა სამთავრობო დაწესებულებებში. ეს არის სამსახურებლივი გულგრილობა“-განმარტავს ლევან ალაფიშვილი.
ის ამბობს, რომ სახელმწიფომ დაუდევრობის გამო პასუხი უნდა აგოს. ინსპექტირების ორგანოთა ასოციაცია აკრედიტაციის ცენტრისგან 5 ცენტრის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასაც ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასოციაცია პროკურატურას მიმართავს.
მთავრობა რომ დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა, ფაქტია. ჩვენ განმარტებების გაკეთება ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვეთ. შესაბამისი ინფორმაცია bm.ge-ს უწყებიდან გამოთხოვილი აქვს და მას მიღებისთანავე გავაცნობთ მკითხველს.