მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტექინსპექტირებისას ავტომობილების 60%-ის დახარვეზება ხდება"

5c0932d28303c
სალომე მეცხვარიშვილი
06.12.18 19:29
766
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოაციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი აცხადებს, რომ ტექინსპექტირებისას ავტომობილების 60%-ის დახარვეზება ხდება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტექინსპექტირების ხაზებზე დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები, მონიტორინგის გაძლიერება საჭიროა.

ვაჟა იორდანიშვილის აზრით, მოსალოდნელია, რომ შემდეგ წელს გაიზრდება იმ ავტომობილების რიცხვი, რომლებიც ვერ გაივლიან ტექდათვალიერებას.

„მოთხოვნები გამკაცრებულია, მანამდე ყოველი მე-4 მანქანის დახარვეზება ხდებოდა, ახლა გამკაცრებულ პირობებში, დაახლოებით, 60%-ზეა ასული დახარვეზება, თან ახლა ვსაუბრობთ მაღალბიუჯეტიან ავტომობილებზე.

ცხადია, 2019 წლიდან, როდესაც სავალდებულო გახდება ტექინსპექტირება ყველასთვის, შესაძლოა, დახარვეზების პროცენტი გაიზარდოს. ამიტომ ვფიქრობ, საჭიროა, ოქროს შუალედის პოვნა და მხოლოდ მნიშვნელოვან პარამეტრებზე დახარვეზება, რომელიც ძირითადად ავტომობილის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი“,- აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი.

2018 წლიდან საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება ეტაპობრივად დაიწყო. პირველი იანვრიდან დაიწყო იმ ავტომანქანების ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, მანამდეც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებოდნენ. ესენია: სამგზავრო და სატვირთო ავტომობილები. პირველი ივლისიდან ინსპექტირება სავალდებულოა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანებისთვის, ოქტომბრიდან კი - დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის. 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კი ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი - ანუ ყველა ავტომობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები