მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA ROADSTER მარსზე დაპარკინგდა

BM.GE
08.02.18 10:46
1046
SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა მისი ახალი რაკეტა Falcon Heavy ფლორიდიდან მარსზე წარმატებით გაუშვა.
ორბიტაზე, რომელიც მზიდან მარსის მიმართულებით არის გადაჭიმული, კომპანიის ხელმძღვანელის პირადი ავტომობილი, 2008 წელს გამოშვებული, წითელი ფერის TESLA ROADSTER გაგზავნეს. მანქანის საჭესთან სკაფანდრში ჩაცმული მანეკენი ზის, მანქანის ეკრანზე „Don’t Panic!” წარწერით და დეივიდ ბოვის მუსიკით.
მასკის თქმით, ესაა რისკიანი სატესტო ფრენა და ავტომობილის დანიშნულების ადგილამდე მიღწევის შანსი 50/50-ზეა. კოსმოსური ხომალდის სიმაღლე 70 მეტრია, მას 27 ძრავი გააჩნია და 1 მისიის ღირებულება 90 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები