ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანიის, Tesla-ს ინვესტორთა უმეტესობა ფიქრობს, რომ აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის პოლიტიკური საქმიანობა კომპანიას აზიანებს.
Morgan Stanley-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აქციონერთა 85% ამბობს, რომ მასკის პოლიტიკურ აქტივობას Tesla-ს აქციების შეფასებაზე ნეგატიური გავლენა აქვს.
როგორც მსხვილი აქციონერები განმარტავენ, აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) საქმიანობამ Tesla-ს ბრენდს დიდი დარტყმა მიაყენა, რადგან სახელმწიფო პროგრამების დახურვამ და ფედერალური მუშაკების განთავისუფლებამ მოსახლეობაში დაგროვილი ბრაზი კომპანიის წინააღმდეგ წარმართა.
როგორც Tesla-ს ინვესტორები ამბობენ, კომპანიის განვითარებისათვის ილონ მასკმა ან პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა შეწყვიტოს ან გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვოს და Tesla-ს მართვის პროცესს ჩამოშორდეს.