კომპანია Tesla-ს რობოტიკის დეპარტამენტის დირექტორი და პროექტ Optimus-ის ხელმძღვანელი, მილან კოვაჩი თანამდებობიდან გადადგა.
როგორც ის აცხადებს, კომპანიიდან მისი წასვლა არსებითად არაფერს შეცვლის და Tesla დასახულ მიზნებს მაინც მიაღწევს, თუმცა ის ამ მოგზაურობის ნაწილი აღარ იქნება.
კოვაჩის თქმით, Tesla-დან წასვლის მიზეზი ოჯახისთვის მეტი დროის დათმობაა, თუმცა მედიაში მიმდინარეობს სპეკულაცია, რომ მისი გადადგომა ილონ მასკის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საჯარო დაპირისპირებას უკავშირდება, რომელმაც კომპანიის მენეჯმენტში შიდა განხეთქილება გამოიწვია.
Bloomberg-ის ინფორმაციით, რობოტიკის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი, სავარაუდოდ, აშოკ ელუსვამი იქნება, რომელიც ამჟამად ავტოპილოტის განვითარების დეპარტამენტს უძღვება.
როგორც ილონ მასკი აღნიშნავს, ჰუმანოიდი რობოტების შექმნა Tesla-ს მთავარი ამოცანაა და Optimus-ის სახელით ცნობილი პროექტი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ელექტრომობილების მიმართულება.