მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA-ს შეფასება ტრამპის და მასკის დაპირისპირებამდელ ნიშნულს დაუბრუნდა

მასკი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ილონ მასკის საჯარო დაპირისპირება Tesla-ს არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი იყო, რა დროსაც კომპანიის აქციების შეფასება ერთ დღეში 15%-ით დაეცა. თუმცა ახლა უკვე ვითარება გამოსწორებულია, რადგან Tesla-ს თითო აქცია ისევ 316 დოლარად ივაჭრება, რაც დაახლოებით ის ნიშნულია, რომელზედაც კომპანია საჯარო სკანდალამდე იმყოფებოდა.

თუკი გასულ ხუთშაბათს დაფიქსირებულ მინიმალურ ნიშნულს შევადარებთ, დავინახავთ, რომ Tesla-ს შეფასება 14%-ით არის გაზრდილი, ანუ კორექცია ფაქტობრივად სრულად ანაზღაურებულია, რაც კომპანიის ინვესტორებისა და ილონ მასკისთვის პოზიტიურ სიახლეს წარმოადგენს, რომელმაც დაკარგული $34 მილიარდის უკან დაბრუნება შეძლო.

ვითარების გამოსწორდება იმ მოლოდინის გაჩენას უკავშირდება, რომ ტრამპი და მასკი გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ და საჯაროდ კამათს დაასრულებენ, რაც Tesla-ს სტაბილურად განვითარების საშუალებას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები