"წლების განმავლობაში, კომპანია Tesla საკმაოდ სწრაფად განვითარდა, შესაბამისად გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობაც, რამაც განაპირობა ის, რომ კომპანიაში ერთი და იმავე ფუნქციას რამდენიმე ადამიანი ასრულებს, რომელთა საჭიროება დღის წესრიგში არ დგას", – განაცხადა კომპანია Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა ელონ მასკმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ზეგავლენას ვერ მოახდენს ახალი მოდელის Model 3–ის წარმოებაზე, რადგან შემცირება არ შეეხება მწარმოებელ პარტნიორებს. ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ კომპანია კვლავ განაგრძობს პერსონალის პროდუქტიულობის ზრდასა და მათ მუდმივ განვითარებას, ხოლო პერსონალის ნაწილის გათავისუფლება რესტრუქტურიზაციის ერთგვარი ნაწილია, რომელიც კომპანიას დაეხმარება ხარჯების შემცირებაში, რაც კომპანიას კიდევ უფრო მოგებიანს გახდის.
"ძალიან რთულია ადამიანებთან დამშვიდობება" – აღნიშნა მასკმა, რომელიც გათავისუფლებულ თანამშრომლებს ანაზღაურების სახით იმაზე მეტს გადაუხდის, ვიდრე მათ გამოიმუშავეს.