მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TI: ლურჯი ავტომობილების ტენდერი კონკურენციას ზღუდავს

5aeb02a1ef4aa
სალომე მეცხვარიშვილი
03.05.18 16:33
1222
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის ლურჯი ავტომობილების შეძენის ტენდერის პირობები ცალსახად ზღუდავს კონკურენციას,- ამის შესახებ bm.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სატენდერო მოთხოვნები ზღუდავს კონკურენციას, რადგან მასში მითითებულია მანქანის ფერი და თან არ არის დასაბუთებული, რატომ არის საჭირო მაინცდამაინც ლურჯი ავტომობილების შეძენა.

"შეიძლება არსებობდნენ მიმწოდებლები, რომლებსაც არ ჰყავთ ამ რაოდენობის ლურჯი ავტომობილი და ჰყავთ სხვადასხვა ფერის ავტომობილი და ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას. მეორე საკითხია, კონკრეტულ მომწოდებელზე ხომ არ არის მორგებული ეს ტენდერი?! თუ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს ამ რაოდენობის ლურჯი ფერის ავტომობილი, შეიძლება კორუფციულ გარიგებაზეც ვისაუბროთ.

გარდა ამისა, სატენდერო მოთხოვნებით, მაინცდამაინც 2018 წლის მოდელს ითხოვენ და გაუგებარია, რატომ არ შეიძლება 2017 წლის მოდელი? ესეც ზღუდავს კონკურენციას. რადგან 2018 წელი ახალი დაწყებულია, ნახევარი წელიც არ გასულა და 2018 წლის მოდელების არჩევანი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე 2017 წლის მოდელების“,- აცხადებს ლევან ნატროშვილი.

მისი აზრით, შესყიდვის პირობებით უნდა დაინტერესდეს შესყიდვების სააგენტო.

საგამოძიებო სამსახური შავ მანქანების ნაცვლად, ლურჯი ფერის ჰიბრიდებს შეიძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები