მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TikTok-ის მფლობელი კომპანია AI-ის განვითარებაში $12 მილიარდს ჩადებს

TikTok

სოციალურ ქსელ TikTok-ის მფლობელი კომპანია, რომელიც ByteDance-ის სახელით არის ცნობილი, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში 12 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

როგორც ცნობილია, ჩინური კომპანია AI-პროცესორებს Huawei-სა და NVIDIA-ს მხრიდან შეიძენს, რათა საკუთარი Data-ცენტრი ააშენოს და AI-მოდელი განავითაროს.

Financial Times-ის ინფორმაციით, ByteDance-ის მიერ შექმნილი AI სოციალურ ქსელზე იქნება მორგებული და მისი სიმძლავრე TikTok-ის და სხვა აპლიკაციების განვითარებას მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები