პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ბაზარზე ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის შეძენა Microsoft-ს სურს, რომელმაც მოლაპარაკების პროცესი დაიწყო.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომპანიები კომენტარებს არ აკეთებენ, თუმცა ტრამპი აღნიშნავს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში TikTok-ის შეძენისათვის ერთგვარი აუქციონი შედგება, სადაც ის გაიმარჯვებს, ვინც აპლიკაციაში ყველაზე მეტს გადაიხდის.
TikTok-ის შეძენით დაინტერესებულ მხარეებს შორის ასევე ვხედავთ: ილონ მასკს, მარკ ცუკერბერგს, Mr. Beast-ს, კევინ ო’ლირს და კომპანია Oracle-ს.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა 75 დღით გადაავადა და მის მფლობელ კომპანიას, ByteDance-ს აპლიკაციის გასაყიდად გარკვეული დრო მისცა, რომლის შემდეგ, ქვეყანაში TikTok-ის გამოყენება შეიზღუდება, თუკი ის ამერიკელი ინვესტორის საკუთრებაში არ გადავა.