მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტიტების ეფექტი" ნიდერლანდების სამეფოს ეკონომიკაში

5af7f9db63d7b
მარიამ ადამია
13.05.18 16:00
1854
2018 წელს გაცილებით მეტი ტიტა გავა ექსპორტზე ნიდერლანდების სამეფოდან, ვიდრე ეს გასულ წელს დაფიქსირდა. ნიდერლანდების ყვავილების ბიუროს ცნობით, მხოლოდ გასულ წელს ქვეყნიდან მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიარდი ტიტა გავიდა, წელს კი მოსავალი გაცილებით ბევრია და აღნიშნულ მაჩვენებელს სავარაუდოდ გადააჭარბებს.

უკვე წლებია, რაც ყვავილები, განსაკუთრებით კი ტიტები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10% -ს შეადგენს. ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 1 200-დან, 1500-მდე ახალი ყვავილის გაშენება ხდება და ფაქტობრივად აახლებენ ძველ ნერგებს. მთავარ საექსპორტო ბაზრებად კი, ევროპიდან გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სახელდება, ხოლო აფრიკიდან უდიდესი მასშტაბებით გააქვთ ყვავილი - კენიაში. ყვავულების დღესასწაულის სანახავად ქვეყანაში ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩადიან. მეყვავილეობა ნიდერლანდების ეკონომიკის ერთ-ერთი უდიდესი დარგია და ქვეყანაში 6 000-ზე მეტი სახეობის ტიტა მოჰყავთ.

მიუხედავად, მზარდი ბაზრისა და მოთხოვნისა, იყო კრიზისული პერიოდებიც, მაგალითად 2009 წელს ცუდი მოსავლის გამო შემცირდა პროდუქტზე მოთხოვნა და დაეცა ექსპორტის მაჩვენებელიც, რაც ცალსახად ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახა, მაგრამ „ტიტების ეფექტი“ დიდხანს არ გაგრძელებულა და განცდილი კრახის შემდეგ, ქვეყანამ კვლავ შეძლო რეპუტაციის ამაღლება და ტიტების რთველი კვლავ აქტუალური გახდა როგორც ტურისტული ასევე ქვეყნის ეკონომიკური თვალსაზრისით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები