"TomTom-ის პროგრამაში ჩატვირთული საქართველოს რუკით მალე პირველი ავტომობილი გამოვა", -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამეტში, საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.
"ძალიან მალე ერთ-ერთი საერთაშორისო ავტოსამშენებლო კომპანია პირველ მანქანას გამოუშვებს, სადაც რუკაზე პირველად ნახავთ საქართველოს. მისი საშუალებით, ჩვენს ტურისტებს შეეძლებათ იმოგზაურონ სვანეთიდან ბათუმამდე, ბათუმიდან სამცხე-ჯავახეთისკენ და ასე შემდეგ, ისე რომ ქაღალდის რუკა აღარ დასჭირდებათ", - განაცხადა წულუკიანმა, ამასთან ავტომწარმოებელი არ დაუკონკრეტებია. გარდა ამისა, მისი თქმით, საჯარო რეესტრი აგრძელებს Google Map-ში საქართველოს ტურისტული ლოკაციების დატანას და პროექტი ახალი სამთავრობო შემადგენლობის პირობებშიც აქტიურად გაგრძელდება.