მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-5 ქართველი ფერმერი ხორბლის მოსავლის მიხედვით

რეიტინგი
15.08.24 14:04
335

წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ქართველი ფერმერი აკეთებს არჩევანს „აგროსფეროსა“ და ავსტრიული კომპანია Saatbau-ს ხორბლის სერტიფიცირებულ სათესლე მასალაზე. მიზეზი მარტივია – მათ მიერ წარმოებული თითოეული ჯიში სრულადაა მორგებული ქართულ კლიმატსა და ადგილობრივ გამოწვევებზე, გამოირჩევა ჩაწოლის, ყინვისა და გვალვის მიმართ მედეგობით და აქვს მაღალი რეზისტენტობა დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ. შედეგად, ფერმერებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ჯანსაღი მოსავალი, მინიმალური დანაკარგებით.

როგორც ირკვევა, მათ, ვინც აღნიშნული ჯიშები დათესეს, იმედები არც წლევანდელმა მოსავალმა გაუცრუა. TOP-5 ფერმერის 2024 წლის რეიტინგი კი ამგვარია:

ხორბლის მოსავლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარნეულსა და ლაგოდეხში დაფიქსირდა. ხორბლის ჯიშებიდან კი საუკეთესო შედეგი ბალიტუსმა აჩვენა. აღსანიშნავია, რომ ამ სათესლე მასალების მოსავლიანობა ჰექტარზე, საშუალოდ, 7-8 ტონას შეადგენს. შესაბამისად, ბაჩუკი ლომიძემ და ალექსანდრე მჭედლიძემ თითქმის სრულად გამოიყენეს სათესლე მასალის პოტენციალი და მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ „აგროსფეროსა“ და სათესლე მასალების უმსხვილესმა მწარმოებელმა ავსტრიულმა კომპანია Saatbau-მ ქართულ კლიმატსა და ადგილობრივ გამოწვევებზე მორგებული ხორბლის ჯიშების შერჩევა და მათი წარმოება 2014 წლიდან დაიწყეს. დღეს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია Saatbau-ს ხორბლის 5 ჯიში: ამიკუსი, გალუსი, ამანდუსი, ბალიტუსი და აპექსუსი. რაც მთავარია, Saatbau-სა და „აგროსფეროს“ მიერ საქართველოში წარმოებული ხორბალი სერტიფიცირებულია ქართული და ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ ახლა განსაკუთრებული ფასები მოქმედებს. 1 კგ ამიკუსის და გალუსის მეორე რეპროდუქცია მხოლოდ 1 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ, ხუთივე ჯიშის პირველი რეპროდუქცია კი – 1,35 ლარად. კონსულტაციისთვის ეწვიეთ „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელს ან დაუკავშირდით კომპანიის აგრო-კონსულტანტებს ნომერზე: +995 322 500 900.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები