მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ძირითადი საპროცენტო განაკვეთის გაზრდით უკმაყოფილოა, დოლარი გამყარდა

5bac96e1e4005
ეკა ბაშარული
27.09.18 12:36
808
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ფედერალური სარეზერვო სისტემის ძირითადი განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილებით, თუმცა დასძინა, რომ ეს ამერიკის ეკონომიკის გაძლიერების შედეგია.

„ჩვენ, როგორც ქვეყანას, ყველაფერი კარგად გვაქვს. სამწუხაროდ, მათ გაზარდეს ძირითადი განაკვეთი, იმის გამო, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა. მე ეს არ მიხარია“, - განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათს პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 2-2.25%-ის დიაპაზონამდე გაზარდა და ძალაში დატოვა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ეტაპობრივად გამკაცრების გეგმაც.

ამერიკის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, დოლარის ინდექსი ხუთშაბათს 0.3%-ით, 94,507 პუნქტამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები