მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ფერმერებისთვის $12 მილიარდს გამოყოფს

5b589d5963cc5
კესო კაციტაძე
25.07.18 19:54
1060
ტრამპის მიერ 12 მილიარდი დოლარის გამოყოფა ფერმერებისთვის CNBC-ს ინფორმაციით მიზნად ინდუსტრიის დაცვას ისახავს. ქვეყანა გეგმავს ფერმერებისთვის სუბსიდიების დაწესებას ისეთ პროდუქტზე, რომლის რეალიზაციაც ნაკლებად ხდება.

ტრამპის ადმინისტრაცია ფერმერების დახმარებისთვის სპეციალურ პროგრამას შექმნის, რომელიც მოიცავს პროდუქციის შესყიდვას და მათ ახალ საექსპორტო ბაზრებზე გატანას. აღნიშნული პროექტი კი კონგრესის მეირ დამტკიცებას არ საჭიროებს.

„ადრე გვქონდა დროებითი დახმარების პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს 6 მილიარდი დოლარი გადაეცათ. ასევე სტიქიური უბედურებების დროს ისინი გარკვეულ დამხარებას იღებდნენ, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ამ ოდენობის თანხის გამოყოფა ფერმერებისთვის უპრეცენდენტოა, მე აღფრთოვანებული ვარ ამ გადაწყვეტილებით.” - განაცხადა ვაშინგტონში აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯოზეფ გლაუბერმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის განცხადებით, ფერმერების დასახმარებლად სხვა სანქციებიც იგეგმება.

ტრამპის ამ გადაწყვეტილებას განსხვავებული შეფასებებიც მოყვა, როგორც ჩრდილოეთ დაკოტას სავაჭრო დეპარტამენტის წარმომადგენელი სიმონ ვილსონი აღნიშნავს ფერმერებს არა მოკლევადიანი დახმარება, არამედ ხანგრძლივი სტაბილურობა სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მ 1300 დასახელების ჩინური ნაწარმის 25– პროცენტიანი დაბეგვრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, საპასუხოდ ჩინეთმა იმავე ღირებულების ამერიკულ იმპორტზე 25-პროცენტიანი გადასახდის შემოღება გადაწყვიტა. ტრამპი კი ჩინურ საქონელზე საიმპორტო გადასახდის კიდევ 100 მილიარდი დოლარით გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. ამჟამად მხარეებთან ევროკომისია სიტუაციის განმუხტვის მიზნით მაღალი დონის მოლაპარაკებებს აწარმოებს .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები