ტრამპის მიერ დაწესებული ახალი ტარიფების გამო, ამერიკაში Toyota Camry-ს ფასი 1800 დოლარით გაიზრდება. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი ამერიკაში საგრძნობლად გაძვირდება. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ 2017 წელს კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონ ავტომობილზე მეტი აქვს გაყიდული.
"25%-იანი ტარიფი ავოტმობილების იმპორტზე, რომელიც უშუალოდ მომხმარებლებზე მოქმედებს, საკმაოდ გაზრდის თითოეული მანქანის ფასს ქვეყანაში. მათ შორის Toyota Camry-ს ფასსაც, რომელიც გაყიდვებით ლიდერობს ამერიკაში, მისი ფასი, სავარაუდოდ, 1800$-ით მოიმატებს'' - ნათქვამია ავტომწარმოებლის ოფიციალურ განცხადებაში.