მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის თქმით, პუტინთან შეხვედრა მზადდება

ტრამპი და პუტინი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს მასთან შეხვედრის სურვილი აქვს და შეხვედრა მზადდება. თუმცა მას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

"მას სურს შეხვედრა და ჩვენ ვამზადებთ მას, პრეზიდენტმა პუტინმა ეს საჯაროდაც განაცხადა. ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ. ეს სისხლიანი ქაოსი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრამდე.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი, რის შემდეგაც ის თეთრ სახლში ოფიციალურად კიდევ ერთხელ შევა. ამ დრომდე ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს. უკრაინაში შიშობენ კიდეც, რომ შესაძლოა ისეთი სამშვიდობო შეთანხმება იქნეს შეთავაზებული, რაც უკრაინისთვის "მაღალი ფასი" იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები