მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტრანსნაციონალური კომპანიების დასაინტერესებლად საგადასახადო შეღავათები საკმარისი არაა"

5b321d6a7aa0c
თამუნა დემეტრაშვილი
26.06.18 15:01
985
ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის რადიკალურ საგადასახადო შეღავათებს მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ მათ დასაინტერესებლად მხოლოდ შეღავათები საკმარისი არ არის.

"საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო მაღალი რისკებით ხასიათდება, შესაბამისად ეს რისკები რაღაცამ უნდა გადაფაროს. არის რამოდენიმე "რაღაც", რისი გაკეთებაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

გადასახადების შემცირებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მაგრამ არანაკლები და შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც, ესაა საკუთრების გარანტირებულად დაცული უფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა.

ამის გარეშე გადასახადები რაც არ უნდა დაბალი იყოს, ვერ გადაწონის იმ რისკებს, რაც ინვესტორებს აქვთ, შესაბამისად ძალიან სწრაფ რეჟიმში უნდა დავიწყოთ ეს რეფორმა, რაზეც აქამდე ძალიან მცირე ნაბიჯები იდგმებოდა და სასურველ დონემზე ჯერ ძალიან შორს ვართ" - განუცხადა bm.ge-ს ზვიად ხორგუაშვილმა.

მისივე თქმით, არა მხოლოდ ტრანსნაციოალური კომპანიებისთვის, არამედ ყველასთვის შემაფერხებელია რეგულაციები, რომლებსაც ხელისუფლება მუდმივად იღებს.

"ნებისმიერი სახის საგადასახადო შეღავათი ეს არის დადებითი ნაბიჯი, მაგრამ არა მხოლოდ ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის უნდა იყოს რადიკალური საგადასახადო შეღავათები, - მნიშვნელოვანია საგადასახადო ტვირთის შემცირება თითოეული მოქალაქისათვის, რაც "ქართულმა ოცნებამ" პირიქით,- გაზარდა. საგადასახადო პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული და უნდა იყოს სამართლიანი ყველასთვის", - აღნიშნა ხორგუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტრანსნაციონალური კომპანიების საქართველოში მოზიდვის მიზნით, საგადასახადო შეღავათები დააანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები