მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტრეფიკ ტრეველი": რა საჭიროა ტურისტული პატრული

5b03ce8e9a3bf
მარიამ ადამია
22.05.18 12:20
1422
"რა საჭიროა ტურისტული პატრული, როდესაც ქვეყანაში ისედაც არსებობს პატრული, რომელსაც ჩვენი, მოქალაქეებისა და ტურისტების დაცვა ევალება", – ამის შესახებ ტურისტული კომპანია "ტრეფიკ ტრეველის" მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა "საქმიანი დილის" ეთერში და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ტურისტების უსაფრთხოების კუთხით იმდენად ბევრი პრობლემაა დაგროვლილი, რომ ამას ქვეითი პატრულირებით ვერ გადავჭრით.

"როცა ქვეყანაში არ არსებობს უსაფრთხოდ გადაადგილების პირობები, იქნება ეს ქვეითად მოსიარულე თუ მძღოლი. როდესაც არ არის გზები სწორად დახაზული, არც ცენტრალურ და მით უფრო, მეორად ქუჩებზე და როდესაც ქვეყანა უსაფრხოების ელემენტარულ პირობებს ვერ აკმაყოფილებს, ამ დროს ქვეით, ე.წ. „ტურისტულ“ პატრულებში ინვესტიციის განხორციელება სრულიად უადგილო მეჩვენება",– აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.

მისი თქმით, როდესაც არსებობს ქალაქში პატრული და ასევე სტრუქტურა, რომელიც უნდა იცავდეს მოქალაქეებისა და ტურისტების წესრიგსა და უსაფრთხოებას, და ასრულებდეს დაკისრებულ მოვალეობას, დამატებითი, ტურისტული პატრულის ამოქმედების საჭიროება გაურკვეველია.

შსს: ტურისტული პატრულების ძირითადი ამოცანა ტურისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენაა

 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები