ამ წუთებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარედ ქალები საპროტესტო აქციას — "დავუბრუნოთ ჩვენი ხმა" მართავენ.
აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, რადგანაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცესკოსთან მისასვლელი კარები ძალის გამოყენებით ჩაკეტეს, რომ ქალები ცესკოს ეზოში ვერ შესულიყვნენ. აქციის მონაწილეთა წინააღმდეგობისა და რკინის ღობეზე ბრახუნის შემდეგ, ცესკომ ეზოს კარი გააღო და ქალებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიახლოების შესაძლებლობა მისცა.
შეკრებილების ამბობენ, რომ მათი სურვილია, ცესკოში დატოვონ წერილი, რომლითაც საპარლამენტო არჩევნების გაუქმებას ითხოვენ.