Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ მათი პროგნოზით, ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები წლის ბოლოს 4.9 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. მაისში წლიურად რეზერვების შემცირებას Galt & Taggart-ის ეკონომისტი მთავრობის სავალო ვალდებულებების დაფართვას უკავშირებს.
"რეზერვები 4.6 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი. თუმცა ვხედავთ, რომ მარტიდან, როცა ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვა, აპრილში ზრდა 66.7 მილიონი დოლარი იყო. მაისის მონაცემები ჯერ არ გვაქვს, თუმცა საკმაოდ მაღალი იქნებოდა დაახლოებით იგივე დონის შეიძლება იყოს, რაც აპრილში გვქონდა. მაგრამ რეზევებში ეს ზრდა არ გამოჩნდა. ის მხოლოდ 66.7 მლნ დოლარით გაიზარდა მაშინ, როცა ამ რეზერვებში ერთ-ერთი კომპონენტი არის ოქრო, რომლის ფასი როცა იზრდებოდა ასევე ზრდიდა რეზერვების მოცულობას. თუმცა მაისში ეს არ მოხდა და მცირედით შემცირება იყო. ამის ახსნა არის ის, რომ მთავრობამ საკუთარი ვალდებულებები გაისტუმრა. თუმცა წლის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ დოლარის გლობალური დასუსტების პირობებში, ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება გააგრძელოს ამ რეზერვების შესყიდვა. მოსალოდნელია, რომ რეზერვების მოცულობა 5 მილიარდ დოლარს დაუახლოვდება თუ წლის ბოლომდე ვითარება სხვაგვარად არ შეიცვალა", - ამბობს ქავთარაძე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის მაისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 0.3%-ით შემცირდა და 4.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მაისში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 1.5%-ით გაიზარდა (66.7 მლნ აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მაისის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.4%-ს შეადგენს.