მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თსუ "თბილისი მოლთან" სისხლის სამართლის წესით დაკავებულ სტუდენტზე განცხადებას ავრცელებს

ინსტიტუტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საკუთარი სტუდენტის, ნიკოლოზ კუტუბიძის შესახებ, რომელიც "თბილისი მოლთან" სისხლის სამართლის წესით დააკავეს და 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება, განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, "არკვევენ დამატებით დეტალებს და აქტიურ კომუნიკაციაში არიან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით". განცხადებაში აღნიშნულია, რომ რექტორი ჯაბა სამუშია მზად არის შეხვდეს დაკავებულის ადვოკატს

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტის ნიკოლოზ კუტუბიძის თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავების ფაქტს.

თსუ ადმინისტრაცია და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი არკვევენ დამატებით დეტალებს და აქტიურ კომუნიკაციაში არიან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

თსუ რექტორი ჯაბა სამუშია მზად არის შეხვდეს დაკავებულის ადვოკატს",- წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.

ნიკოლოზ კუტუბიძე ერთ-ერთია იმ 8 ადამიანიდან, რომლებიც "თბილისო მოლთან" სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები