მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ მეტროს მემანქანეები იმსახურებენ მეტ ხელფასს, თანხა უნდა მოვიძიოთ"

5b1554e3c42d5
ელენე გოგბერაშვილი
04.06.18 19:15
1282

"თუ მეტროს მემანქანეები იმსახურებენ მეტ ხელფასს, თანხა უნდა მოვიძიოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა, გაფიცულ მეტროს მემანქანეებთან შეხვედრაზე მისვლის დროს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მეტროს მემანქანეები მუშაობენ ყველაზე მძიმე პირობებში, შესაბამისად მათი მოთხოვნა არ არის ირაციონალური.

"ჩვენ საქმის კურსში ვართ, რომ მიმდინარეობდა მოლაპარკება, რომელმაც შედეგია არ გამოიღო. აქედან გამომდინარე, ცოტა ხისტი დამოკიდებულება ვიგრძენით, მერიის და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან, ამიტომ გვაინტერესებს რას ეფუძნება ეს ყველაფერი.

თუ ეს ადამიანები იმსახურებენ უფრო მეტ ხელფასს, თანხა უნდა მოვიძიოთ. ეს ასე არ არის, თუ დღეს ბიუჯეტში არ გვაქვს, მაშინ უნდა გავზარდოთ ბიუჯეტი, მაშინ რაღაც უნდა გავაკეთოთ. მცირე ბიუჯეტი თუ გვექნება, ყოველთვის ხელფასები გვექნება ნაკლები. ეს არ არის ამის ახსნა „-აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მეტროს მემანქანეები ხელფასების 45%-ით გაზრდას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ მერია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მეტროს თანამშრომლები სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები