ტურისტული პატრულების ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტრომ საშტატო ერთეულების მოძიების გარეშე არსებული საკადრო რესურსით დააკომპლექტა – ამის შესახებ ჟურნალისტებს, ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების ფარგლებში, დაახლოებით 100 ათას ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო.
აღნიშნული თანხა ძირითად აღჭურვილობას მოხმარდა, საუბარია ფორმა–ტანსაცმელზე, პლანშეტურ კომპიუტერებზე, იარაღზე და ა.შ.
ლილუაშილის ინფორმაციით, თბილისში ტურისტული პატრულირება საპილოტე პროქტია, რომლის ეფექტიანობის შემთხვევაშიც, მის განხორციელებას საქართველოს 9 სხვადასხვა ქალაქის ტურისტულ ლოკაციებში გეგმავენ.