მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა

5b1f5244765ec
BM.GE
12.06.18 09:40
1361
წლის პირველ 5 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 1,036 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. მხოლოდ მაისში ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურებიდან 246 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 19.9%-ით აღემატება.

შეგახსენებთ, რომ მაისში საქართველოს 633,086 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 7.8%-ით აჭარბებს წინა წლის მაისის მონაცემს. მათ შორის 359,744 ტურისტი იყო, რაც 16.1%-იანი ზრდაა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები