მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები სპეციალურ უბნებზე მისცემენ ხმას

ინგა მურუსიძე

30.10.21 08:34 481 ნახვა

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ცესკოს ინფორმაციით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები პირველი ტურის მსგავსად, თვითმმართველი ქალაქის /თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას უპრობლემოდ შეძლებენ.

თუმცა ცესკოს გაცხადებული ჰქონდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც ცესკოს მოთხოვნით 25 ოქტომბრამდე მიმართავდნენ. შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც სწორედ ამ ადამიანებს მოემსახურება.

"სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

ასევე შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − თვითმმართველი ქალაქის /თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში.

აღსანიშნია, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება კენჭისყრის დღის 08:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათზე", - ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.
საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები