პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარის რომან კაკულიას აზრით, საგარანტიო ფონდი, რომელსაც მთავრობა ქმნის, მხოლოდ მდიდარი ადამიანებისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ მან ,,საქმიანი დილის“ ეთრში განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ სიტყვა „ინკლუზიური“ რეალობად“ უნდა აქციოს.
ამასთან, კაკულია აღნიშნავს, რომ თუკი მთავრობამ ამ გამოწვევას ვერ დაძლევს, ქვეყანა კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.
„ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ 14%-იანი უმუშევრობა დასაძლევი, ამაზე საკომიტეტოს მოსმენაზე, სტატისტიკის სამსახურთან სერიოზული მსჯელობა მქონდა. თვითდასაქმებულთა ციფრს ძალიან დიდ შეცდომაში შევყავართ. გასაგებია, რომ ტაქსის მძღოლს, რეპეტიტორს და ელიავას ბაზრობაზე მუშახელს აქვს გარკვეული შემოსავალი, მაგრამ სოფლად ეს სულ სხვა თემაა.
ეს პრობლემა უნდა დაიძლიოს სახელმწიფოს მიერ გონივრული მიდგომით. ეს თემა განვიხილე სავალუტო ფონდთან შეხვედრისას, რათა ზუსტად დაენახათ მათ ამ პრობლემის სიღრმე. მინდა ამ საკითხებზე სასაუბროდ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც შევხვდე“ - განაცხადა რომან კაკულიამ.