მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყიბულის შახტების შეჩერებაზე კომისია იმსჯელებს

5ad757204e929
მეგი კავთუაშვილი
18.04.18 21:00
661
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ხვალ სამმხრივი კომისია შეიკრიბება და პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივაზე იმსჯელებს. პროფკავშირების ხელმძღვანელი ტყიბულის შახტებზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ იქ დასაქმებული ადამიანების უფლებების დასაცავად გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებების ინიციატივით გამოვიდა. ირაკლი პეტრიაშვილი ტყიბულელი მეშახტეების და ჭიათურელი მაღაროელების საშემოსავლო გადასახადისგან სრულად განთავისუფლებას და საპენსიო ასაკის 55 წლამდე დაწევას მოითხოვს.

მოთხოვნებს შორის არის: „კომპანიის მიერ მეშახტებიის შრომის ანაზღაურების ინდექსაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2016 და 2017 წლების ინფლაციის შესაბამისად, რაც საერთო ჯამში შეადგენს 8,1%-ს. ტყიბულის შახტების შეჩერება და მათი სრული რეაბილიტაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობით შედგენილი სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით. მთელი სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეშახტეების კომპენსირება საკუთარი ხელფასის ოდენობის თანხით, ასევე ტყიბულის სოციალური და კულტურული აქტივობების შეუფერხებლად შენარჩუნება. საწარმო შემთხვევების შედეგად გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით – შრომის უსაფრთხოების სადაზღვევო სისტემის შექმნა, რაშიც იგულისხმება ამგვარი შემთხვევების შედეგად დაზარალებული დასაქმებულების და მათი ოჯახების კომპენსირება მიღებული ტრავმის სიმძიმის შესაბამისი კლასიფიკაციით. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N176 კონვენციის (,,შახტებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“) რატიფიცირების საკითხის დღის წესრიგში დაყენება.“

პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებით, ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივებზე ხვალ სამმხრივი კომისია იმსჯელებს. სხდომაში ერთდროულად რამდენიმე მინისტრი მიიღებს მონაწილეობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები