მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტყუილია, რომ თითქოს მერია დიღმის ტყე-პარკში მშენებლობას გეგმავს"

5b6a8af6344b8
BM.GE
08.08.18 10:16
1184
„ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილია, თითქოს დედაქალაქის მერი აპირებს დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის განხორციელებას“, - ამის შესახებ კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ადგილზე „კიას“ ცენტრის მაგივრად, კომპანია ანაგი საკონცერტო და საგამოფენო ცენტრის მოწყობას გეგმავს, თუმცა ტყე-პარკისთვის ზონის ცვლილება კალაძის თქმით, არ მომხდარა.

„ერთ-ერთმა ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციამ რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრია და არიან თაღლითები, საუბრობენ რომ თითქოს ჩვენ ზონა შევუცვალეთ მიწის ნაკვეთს - ეს ტყუილია, არანაირი ზონის ცვლილება არ ყოფილა. შემიძლიათ გაჩვენოთ რუკები, როგორ შემცირდა მწვანე ზონა ადგილზე 2009 წლიდან 2011 წლამდე.

კომპანია ანაგმა მიიღო გადაწყვეტილება რომ ამ სიმახინჯის, რაც არის კიას ცენტრი მაგივრად, ააშენონ თანამედროვე ტიპის შენობა ნაგებობა, - იგივე მოცულობის ამ მშენებლობის მაგივრად, სადაც საკონცერტო და საგამოფენო ცენტრი მოეწყობა. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.
არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. ოპონენტები ცდილობენ რომ ტყუილით ზიანი მიაყენონ გენგეგმას, რომელიც უკვე თბილისის საკრებულოშია გადაგზავნილი“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები