მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უბისა-შორაპანის გზის მშენებელი კომპანია გამოვლინდა

5bf55924e0b23
BM.GE
21.11.18 17:09
1171
E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, უბისა-შორაპანის გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია „China Road and Bridge Corporation“ -მა გაიმარჯვა.

აღნიშნულ კომპანიასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

პროექტი, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზის, 27 ხიდისა და 18 გვირაბის მსენებლობას ითვალისწინებს.

კომპანია „China Road and Bridge Corporation“ 1979 წელს დაფუძნდა. კომპანიამ ბოლო 10 წელიწადში ააშენა 200-ზე მეტი გზა, რომელთა ჯამური სიგრძე 10 000 კმ-ზე მეტია; 100 კმ-ზე მეტი სიგრძის მქონე 40 მასშტაბური და რთული კონსტრუქციის ხიდი; 6 დიდი და რთული კონსტრუქციის გვირაბი, რომელთა ჯამური სიგრძე 30 კმ-ს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები