მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უცხოური ინვესტიციების არ უნდა გვეშინოდეს"

5ae9763f484c9
მაია ბიწაძე
02.05.18 12:25
605
"უცხოური ინვესტიციების არ უნდა გვეშინოდეს", - ამის შესახებ ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა და კომპანია „ქობალია კონსალტინგის“ დამფუძნებელმა ვერა ქობალიამ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

"ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლის არ უნდა გვეშინოდეს, ძალიან ხშირად მესმის საუბარი, რომ აი რამდენი ირანული, თუ თრქული ინვესტიცია შემოვიდა და რატომ არა ქართული. სინგაპურის მაგალითზე შემიძლია გითხრათ: თავიდან, 50 წლის წინ, როდესაც ისინი ვითარდებოდნენ, ამერიკულ და სხვა ქვეყნების კომპანიებს მიწების სიმბოლურ ფასად გადაცემა შესთავაზეს, სადაც მათ ინვესტიციები დააბანდეს. ეს შეთავაზება გააკეთეს იმიტომ, რომ შემდეგ მცირე სინგაპურული კომპანიები მათ ხარჯზე გაზრდილიყვნენ, რამაც გაამართლა კიდეც. ამიტომ, არ უნდა გვეშინოდეს ამის, რადგან ძალიან კარგი მაგალითებია სინგაპურის, ჰონკონგის, თუ სხვა ქვეყნების, რომ ასეთი ინვესტიციები შემდგომ ადგილობრივ ბიზნესსაც განავითარებს“ - განაცხადა ვერა ქობალიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები