მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა მოხდეს"

5b0d3869713c0
თამუნა დემეტრაშვილი
29.05.18 15:20
1685
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტრანზაცია, მათ შორის გირავნობის, აუცილებლად უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა მოხდეს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზი, ე.წ. შავი საკომისიოების გამორიცხვაა.

"გვაქვს შავი საკომისიოების შემთხვევები, მაგალითად როდესაც მევახშე აძლევს კლიენტს 100 ათას დოლარს, ბინის დაგირავების შემთხვევაში, რეალურად მას აძლევს 80 ათასს, კონტრაქტში კი 100 ათასი იწერება. ხდებოდა საკომისიოს აღება წინასწარ ისე, რომ კონტრაქტში ეს მითითებული იყო, როგორც კრედიტის თანხა. ეს არის მიუღებელი და მომხმარებლის უფლებების დარღვევის პირდაპირი დარღვევა",-განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, რომ გამოირიცხოს ასეთი შემთხვევები, აუცილებელია სესხის გამცემი ადამიანები და იურიდიული პირები გახდნენ უფრო „გამჭვირვალეები“.

“მათ, ვისაც ექნებათ ამგვარი საქმიანობის უფლება, ტრანზაქციები უნდა აკეთონ მხოლოდ საბანკო გადარიცხვებით“,-დასძინა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები