მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უფილტრო სიგარეტის მოხმარება 11%-ით გაიზარდა, ფილტრიანის კი 16%-ით შემცირდა

5bdf0abe4d063
BM.GE
04.11.18 19:03
786
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ თამბაქოს ინდუსტრიაზე გაცემული აქციზური მარკების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უფილტრო სიგარეტის მოხმარება მზარდია. თუ 2017 წლის 9 თვეში სულ 62 მილიონ კოლოფ უფილტრო სიგარეტზე გაიცა აქციზური მარკა, 2018 წელს ამ რიცხვმა 69 მილიონს მიაღწია, ეს 2017 წლის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში უფილტრო სიგარეტის მოხმარება ბოლო რამდენიმე წელია სწრაფი ტემპებით იზრდება. ამ მხრივ ყველაზე დიდი ზრდა 2017 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბაზარზე მიწოდებლი უფილტრო სიგარეტების რაოდენობა გაორმაგდა.

უფილტრო სიგარეტების მოხმარების ზრდის პარალელურად, მცირდება ფილტრიანი სიგარეტების რაოდენობა. 2018 წლის 9 თვეში სულ 207 მილიონ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე გაიცა აქციზური მარკა, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით ნაკლებია.

სავარაუდოდ, უფილტრო სიგარეტის მოხმარების ზრდის ერთერთი მიზეზი, თამბაქოს სხვა ნაწარმთან შედარებით მისი დაბალი ფასია. დაბალი ფასის შენარჩუნებას აქციზის გადასახადიც უწყობს ხელს, რაც ფილტრიან სიგარეტზე 1.7 ლარი, ხოლო უფილტრო სიგარეტზე კი 60 თეთრს შეადგენს. სავარაუდოდ, ფილტრიანი სიგარეტების გაძვირების გამო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უფილტრო თამბაქოზე გადაერთო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 28.2% არის თამბაქოს მომხმარებელი. ეს 41 ევროპულ სახელმწიფოში არსებულ მოხმარების საშუალო მაჩვენებელს - 27.8%-ს 0.4%-ით აღემატება.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები